საქართველო

საპენსიო მომსახურების გამართული სისტემის შეცვლამ, ე.წ. საპენსიო სესხები, შესაძლოა, არათუ გააიაფოს, არამედ გააძვიროს კიდეც – გიორგი ცუცქირიძე

პენსიის დარიგების ბანკებზე გადანაწილების ავტომატურად საპროცენტო განაკვეთებზე მიბმა, ვითომდა კონკურენციის გასაზრდელად, რასაც საპროცენტო განაკვეთების შემცირება უნდა მოყვეს, ოპოზიციის ერთი ნაწილი მიზანდასახულად ასე რომ ცდილობს, არის თვისობრივად არასწორი, – აცხადებს საფინანსო და საბანკო ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე.

მისი შეფასებით, „არანაირი მნიშვნელობა არა აქვს პენსიას ერთი ბანკი დაარიგებს თუ მაგალითისათვის 5, რადგან პენსია ისეთივე დადასტურებული შემოსავალია, როგორიც ხელფასი, დივიდენდი თუ ფულადი გზავნილი, რის მიხედვითაც ბანკი სესხის ზომას განსაზღვრავს, სესხის შემოსავლებთან თანაფარდობის კოეფიციენტით და მეტი არაფერი“.

„შესაბამისად“ – განაგრძობს ექსპერტი – „ეს ფაქტი ბანკის საპროცენტო განაკვეთზე ვერანაირად ვერ აისახება, რადგან არანაირი მნიშვნელობა არა აქვს შემოსავალს ხელზე იღებთ, საბარათე ანგარიშზე თუ სახლში მოაქვთ ანუ პენსიებს მცირე დასახლებულ პუნქტებში სულაც სახელმწიფო რომც არიგებდეს“.

„რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, აქაც კიდევ ერთხელ მსურს განვმარტო, რომ ბანკის საპროცენტო განაკვეთს მოზიდული რესურსების ფასთან ერთად, მაგალითად ვადიანი დეპოზიტების პროცენტთან და საერთაშორისო ბაზრებიდან მოზიდულ კრედიტებთან და დისტრიბუციის ხარჯების ნაწილთან ერთად, რისკის პრემია განსაზღვრავს.

ცალკე თემაა ბაზრის კონცენტრაცია და ცალკეულ პროდუქტზე რომელიმე ბანკის მონოპოლიური უფლება. მაგალითისათვის პენსიონერებზე სამომხმარებლო სესხებს მხოლოდ ერთი ბანკი, ჩვენ შემთხვევაში ლიბერთი ბანკი ექსკლუზიურად რომ გასცემდეს ანუ პენსიონერებს, რომლებსაც პენსია ლიბერთიში ერიცხებათ, სხვა საბანკო მომსახურებით ვერ სარგებლობდენ.

აქვე შევნიშნავ, რომ მოქმედი საბანკო კანონმდებლობით არანაირი შეზღუდვა არ არსებობს სესხის აღებისას თუ რომელ ბანკში გერიცხებათ ხელფასი. არც ის ფაქტია შემთხვევითი, რომ პენსიონერებს რომლებსაც ლიბერთი ბანკში ერიცხებათ პენსია, და სარგებლობენ სამომხმარებლო სესხით, 4 ჯერ მეტი საკრედიტო დავალიანება სხვა ბანკებში აქვთ.

რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ ლიბერთის საპროცენტო განაკვეთები ყველაზე მოთხოვნად 1000-2000 ლარიან სესხებზე, საბაზრო განაკვეთებზე ისედაც დაბალია ანუ რიგით პენსიონერს სხვა ბანკებში სესხის აღება უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე ლიბერთიში, მაშინ ისედაც რა შეიცვლება საპენსიო თანხების დაშლით? პირიქით უფრო მოხდება და ლიბერთიშიც კი გაძვირდება უკვე წმინდა მასშტაბის ეკონომიიდან გამომდინარე.

უკვე აწყობილი და აპრობირებული სისტემების გადაწყობა, მით უმეტეს საბანკო სფეროში, ხშირად უარყოფით ეფექტს უფრო იძლევა, ვიდრე დადებითს.

უნდა ვაღიაროთ, რომ ლიბერთი ბანკს ალტერნატივა უბრალოდ არა აქვს და არც ზედმეტი ინოვაციებია საჭირო. ლიბერთი როგორც ერთადერთი კომერციული ბანკი ფაქტობრივად, საკმაოდ წარმატებით ითავსებს იმ ფუნქციებს, რასაც სხვა ქვეყნებში საფოსტო და შემნახველი საბანკო დაწესებულები ატარებენ, სადეპოზიტო ანგარიშების მომსახურებისას. ამასთან, ბანკი სხვა მოქმედი კომერციული ბანკებისაგან განსხვავებით, ფარავს რა ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილს, ფილიალების და სერვის ცენტრების სახით, ყველა ხარჯს, მათ შორის პენსიის მცირე დასახლებულ პუნქტებში დარიგების ხარჯების ჩათვლით თავად იხდის, რისკის პრემიის ნაწილსაც კლიენტის გარდაცვალების შემთხვევაში, განსხვავებით იგივე საფოსტო ბანკებისაგან, სადაც ფისკალური ხარჯები ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან იფარება.

საბანკო სექტორში ჩემი თითქმის, წარსული 22-წლიანი მოღვაწეობის გამოცდილება ამ დასკვნის საფუძველს ნამდვილად მაძლევს“, – აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.