ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი ტერაქტის ყველა მონაწილე გამოვლენილია

გამომძიებლებმა პეტერბურგის მეტროში ზუსტად ერთი წლის წინ მომხდარი ტერორისტული აქტის ყველა მონაწილე გამოავლინეს, განაცხადა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ.

მისი თქმით, უწყების თანამშრომლებმა, ФСБ-სთან ერთად, დაადგინეს დანაშაულის დამკვეთი, ორგანიზატორი და შემსრულებელი.

მისი სიტყვებით, ტერაქტი განხორციელებული იქნა რადიკალური ისლამისტური საზოგადოების წევრების მიერ, რომლებიც ერთმანეთსაც კი არ იცნობდნენ. ისინი ერთმანეთს „მესინჯერის“ საშუალებით ეკონტაქტებოდნენ, აღნიშნა პეტრენკომ.

საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა თქვა, რომ კრიმინალები ნაპოვნი იქნენ ე.წ. ელექტრონული კვალის ანალიზის შედეგად, რომელიც ამგვარი კომუნიკაციის დროს რჩება.

მან დაამატა, რომ აღნიშნულ საქმეზე 11 ადამიანი დააპატიმრეს, გამოძიება კი თითქმის დასრულებულია.

ზუტად ერთი წლი წინ, პეტერბურგის მეტროში „Сенная площадь“- ისა და „Технологический институт-2“-ის სადგურებს შორის ხაზზე აფეთქება მოხდა. დაიღუპა 16 ადამიანი, მათ შორის თვითმკვლელი ტერორისტი აკბარჟონ ჯალილოვი. მოგვიანებით, სადგურ „Площадь Восстания“-ზე კიდევ ერთი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს, რომელიც გააუვნებელყვეს.