საქართველო

სანდრა რულოვსი: “გრიგოლ ვაშაძე იქნება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი და ნინო ანანიაშვილი იქნება მეხუთე პირველი ლედი”

ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის ამომრჩეველთან შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე და ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი. როგორც მან განაცხადა, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი გრიგოლ ვაშაძე იქნება.

„გრიგოლი იქნება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, ნომერი 5 და ნინო ანანიაშვილი იქნება მეხუთე პირველი ლედი. ეს წყვილი არის ძალიან ღირსეული, პატრიოტი განათლებული. მთელი მოსახლეობის მხარდაჭერა ექნება და ეს არის უზარმაზარი ძალა და შეუძლია ამ ძალით ძალიან ბერი რამ გააკეთოს, ბევრი რამ შეცვალოს და მოამზადოს მთელი ქვეყანა დიდი ცვლილებებისთვის“, განაცხადა სანდრა რულოვსმა.