საქართველო

სამომხმარებლო სესხების ვადა სამ წლამდე შემცირდა

სამომხმარებლო დაკრედიტების შენელებისთვის ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გამოვიყენოთ მაკროპროდენციული ინსტრუმენტი და ეს ინსტრუმენტი არის სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის 4-დან 3 წლამდე შემცირება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა და დასძინა, რომ გადაწყვეტილების მიღება სამომხმარებლო სესხზე გაზრდილი მოთხოვნის გამო მოხდა.

„სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირების მიზნით, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის შემცირება. აღნიშნული ცვლილების გავლენის, გაანალიზებისა და საბანკო სექტორთან განხილვის შედეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის სამ წლამდე შემცირების თაობაზე. აღნიშნული ცვლილება შევა ძალაში 15 აგვისტოდან და ამ ეტაპზე ის ძალაში იქნება ერთი წლის განმავლობაში“, – აღნიშნა გვენეტაძემ.