საქართველო

სალომე სამადაშვილი – მომავალი კვირიდან დავიწყებთ მუშაობას, რომ შედგეს ე.წ. გავრილოვის სია

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ე.წ. გავრილოვის სიის ფორმირებაზე მუშაობას იწყებს. შესაბამისი განცხადება ცოტა ხნის წინ პარტიის წევრმა, სალომე სამადაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას გააკეთა.

,,მომავალი კვირიდან ჩვენ დავიწყებთ მუშაობას როგორ პარლამენტში, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობასთან იმისთვის, რომ შედგეს ე.წ. გავრილოვის სია იმ ხალხის ჩამონათვალით, რომელიც დღეს ქვეყანაში საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიას და გზას უხსნის ოკუპაციას რუსეთის მხრიდან”, განაცხადა სალომე სამადაშვილმა, რომელიც ასევე გამოეხმაურა პრემიერ მინისტრის პარლამენტში გამოსვლის გადადებას და მამაუკა ბახტაძეს ნომინალური პრემიერ მინისტრი და ბიძინა ივანიშვილის შიკრიკი უწოდა.