საქართველო

სალომე ზურაბიშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საუბრისას სახელმწიფო მდივანმა სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, სახელმწიფო საქმეში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტი ვიზიტს აშშ-ში უახლოეს მომავალში განახორციელებს.

მაიკ პომპეომ სალომე ზურაბიშვილთან საუბრისას კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ აშშ მხარს უჭერეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.