საქართველო

სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელებას ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელებას ხელი მოაწერა. ამით მან მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯს, საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, მხარი დაუჭირა.

საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე პრეზიდენტს მთავრობამ დღეს მიმართა.

საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას პარლამენტი ხვალ, საგანგებო სხდომაზე უყრის კენჭს