საქართველო

სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა

საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ თბილისში, თავის შტაბში, საგანგებო განცხადება გააკეთა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა. სალომე ზურაბიშვილმა. მან მის მიმართ ლანძღვა-გინებასა და რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრებისას მცირერიცხოვანი ჯგუფების მიერ მოწყობილ საპროტესტო აქციებზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ მედია აქცენტს ამ აქციებზე აკეთებს და არა იმ თემებზე, რაზეც ის საუბრობს მათთან.

„მე მინდა მოკლე მოხსენება გავაკეთო დაკავშირებული საარჩევნო გარემოსთან. რადგან ისმის ძალიან ბევრი ლანძღვა-გინება ყველა ფორმის. ამან მიიღო სისტემატური ხასიათი. ჩვენ ყველა საარჩევნო შეხვედრაზე საპროტესტო პატარ-პატარა აქციებია, რომელსაც ჩვენი მედია აქცევს ძალიან დიდ ყურადღებას. პრაქტიკულად, ყველა ჩემ გამოსვლასთან, შეკრებასთან დაკავშირებით – ქუთაისი, მარტვილი, ზუგდიდი, ბათუმი, ბოლნისი, რუსთავი, საგარეჯო, ჩხოროწყუ, ლანჩხუთი, გურჯაანი, ასპინძა, ახალქალაქი, ახალციხე და მარნეული – ამ ადგილებში ყველგან იყო 4-5 კაცი, რომელთა გამოც, მიდის მედიაში გადაცემები, რომ ძალიან დიდი საპროტესტო აქციებია და დამახინჯება იმ შეხვედრების, რომლებიც შიგნით ტარდება სრულიად მშვიდობიანად და რაც მთავარია, რომელიც არ მაძლევს საშუალებას, რომ მე გავშალო მედიასთან, რასაც მე ვუზიარებ მედიას ჩემი თემების შესახებ – ეს არ გადის და გადის მხოლოდ და მხოლოდ რომ იქ, ვთქვათ, იყო რაღაც საპროტესტო აქცია.

ამას ემატება განცხადება ზოგი მნიშვნელოვანი ადამიანის, რომლებიც არიან – მაგალითად, გენერალური დირექტორი „რუსთავი 2″-ის, ნიკა გვარამია. პირველი მისი განცხადება, რომლითაც 5 ოქტომბერს, ემუქრებოდა ყველა ჩემ მხარდამჭერს, რომ – დაგიმახსოვრებთ და გაგრიყავთ საზოგადოებიდან, ეკონომიკიდან, ბიზნესიდან და ა.შ. ამას მოჰყვა TV პირველზე გამოსვლა 9 ოქტომბერს, სადაც კიდევ ერთხელ გვემუქრებიან კვერცხითო, პომიდორითო და ა.შ. და ეს არის მოწოდება. და ამ დროს, იგივე TV პირველის გამოსვლის შემდეგ, სადაც ჩემი ერთ-ერთი მხარდამჭერი მაია ცაბოშვილი გამოდიოდა, როგორც ჩემი მხარდამჭერი, შემდეგ TV პირველის ვებგვერდზე ადამიანი გამოდის და ამბობს – ეს არის შედეგი ამ მოწოდებების – ამას ახლა ხომ უნდა გამოჭრა მოღალატე ყელი და უყურო, როგორ ჩაძაღლდება. ეს არის შედეგი ამ სიძულვილის ენის, რომელიც არის გავრცელებული ყველანაირად და რომელიც არის მიუღებელი მშვიდობიან გარემოში ხომ საერთოდ და საერთოდ, მაგრამ მიუღებელია საერთოდ საარჩევნო პერიოდში ნებისმიერ ქვეყააში, რომელიც თავის თავს თვლის ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყნად. ამიტომ, მე მინდოდა ამ ანგარიშის ჩაბარება. მინდა გაფრთხილება ყველასი იმიტომ, რომ ასეთი მუქარები არავინ არ იცის რით მთავრდება, რა მოჰყვება ამას. ეს არის იმ გარემოს შექმნა, რომელიც არის დაპირისპირებულის გარემო. მინდა ყველას მოვუწოდო მშვიდობისკენ, დაწყნარებისკენ, დაპირისპირება არაფრის მომცემი არ არის. არჩევნები ჩავატაროთ და ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს – ამის პასუხი მე მაქვს”, განაცხადა ზურაბიშვილმა.

guardian.ge