დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა, რომ პრეზიდენტის სიტყვაში არაფერი იყო ნათქვამი კონსტიტუციაზე, დიასპორაზე და დამოუკიდებლობაზე.
დეპუტატმა თქვა, რომ მარგველაშვილმა გაამკაცრა მოქალაქეობის მიღების წესები, რითაც უამრავ ქართველს ეთქვა უარი საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე. მესამე, რაც სალომე ზურაბიშვილის თქმით, გამორჩა მარგველაშვილს, ესაა დამოუკიდებლობა, 100 წლისთავი საქართველოს დამოუკიდებლობის, მაშინ, როცა საქართველომ მე-20 საუკუნეში ორჯერ მოიპოვა დამოუკიდებლობა, თუმცა მას შენარჩუნება უნდა, რადგან მუდმივი არაფერია.