საქართველო

სალომე ზურაბიშვილმა ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი დღეს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, გეერტ არენს შეხვდა.

„მე მას ავუხსენი, რომ ჩვენთან არაევროპული საარჩევნო გარემოა, რომ ოპონენტები არაევროპულად იქცევიან, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს საუბრობენ ევროპაზე. მიუხედავად იმისა, რომ მათი პარტიის დასახელებაშიც კი ფიგურირებს ევროპა, მაინც ვერ გაიგეს, რას ნიშნავს, წარმართო ევროპული სტილის კამპანია. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა გადავა ევროპულ კამპანიასა და მენტალიტეტზე, რადგან ამდენი აგრესიითა და სიძულვილით საქმე არ კეთდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.