საქართველო

სალომე ზურაბიშვილი: შემაშფოთებელია, უკრაინის მიმართ რუსეთის მიერ გადადგმული კიდევ ერთი აგრესიული ნაბიჯი

მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ქერჩის სრუტეში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„ვიმყოფები ენგურთან, საოკუპაციო ხაზთან და აქედან კიდევ უფრო შემაშფოთებელია უკრაინის მიმართ რუსეთის მიერ გადადგმული კიდევ ერთი აგრესიული ნაბიჯი.

საერთაშორისო სამართლის ეს უხეში დარღვევა ემუქრება პირველ რიგში უკრაინის სუვერენიტეტს, თუმცა არანაკლებად რეგიონის უსაფრთხოებას და სტაბილურობას.

ვუცხადებ სრულ სოლიდარობას უკრაინის სახელმწიფოს და მოსახლეობას, ვიმედოვნებ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები უპასუხოდ არ დატოვებენ რუსეთის გამოწვევას, რამეთუ, შავი ზღვის უსაფრთხოება, რეგიონის სტაბილურობა, უკრაინის სუვერენიტეტის და მშვიდობის შენარჩუნება მათი ინტერესიც და პასუხისმგებლობაა”, აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.