საქართველო

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოში იწყება ახალი დიდგორი, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სიძულვილზე, რევანშზე დაფუძნებული დაპირისპირება

საქართველო სტაბილური ქვეყანაა, მაგრამ ბევრი რამაა გასაკეთებელი, რომ კავკასიაში, ევროპაში, მსოფლიოშიჩვენმა ქვეყანამ თავისი ადგილი დაიბრუნოს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა,სალომე ზურაბიშვილმა თეთრიწყაროში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„საქართველოსთვის იწყება ახალი დიდგორი. ჩვენ ამ ბრძოლის წინაშე ვდგავართ. ბევრი რამ გაკეთდა წინაწლებში, დღეს საქართველო სტაბილური ქვეყანაა, მაგრამ ბევრი რამაა გასაკეთებელი, რომ კავკასიაში, ევროპაში,მსოფლიოში ჩვენმა ქვეყანამ თავისი ადგილი დაიბრუნოს. არ უნდა დავიჯეროთ, რომ რადგან საქართველოპატარა ქვეყანაა და ბევრი ჩვენი მოქალაქე საზღვარგარეთაა წასული, ის ვერ მოიპოვებს თავის ადგილს მსოფლიორუკაზე. დიდგორი პირველ რიგში, რასაც ნიშნავს, ეს არის ჩვენში გაერთიანება, რომ აღარ იყოს ამ ქვეყანაში ისეთიდაპირისპირება, რომელიც დაფუძნებულია სიძულვილზე, რევანშზე. გაუთავებელმა დაპირისპირებამ ქვეყანაშეიძლება, გახლიჩოს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც შეძლო სხვადასხვა ეროვნების,კულტურის, რელიგიის მიუხედავად, ადამიანების თანაცხოვრება ისე, რომ შიგნით არასდროს მომხდარადაპირისპირება.

„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელზეც მაგალითად ისრაელში ამბობენ, რომ თუ რომელიმე ქვეყანა არის მსოფლიოში,რომელსაც არ აქვს ბოდიში მოსახდელი ისრაელისა და ებრაელების მიმართ, ეს არის საქართველო, რადგანდანაშაული ამ კუთხით მას არასდროს ჩაუდენია. ეს არის ძალიან დიდი იშვიათობა მსოფლიოში, რადგანპრაქტიკულად ყველგან იყო ასეთი გამოვლინებები. ასევე, ეს არის საქართველოს ძალიან დიდი ისტორიულიგანძი, რომლითაც მოვდივართ. ყველა გამოვლინება, ძალადობის, სიძულვილის, დაპირისპირების არის ამ განძისმიმართ დანაშაული, საქართველოს იდენტობის მიმართ დანაშაული. დღეს ვართ, ადგილზე, სადაც სხვადასხვაწარმოშობის ადამიანები ცხოვრობენ ერთად. ჩვენ ამით ტოლერანტობის და ერთმანეთის პატივისცემის გზაზემივდივართ. ჩვენ არ უნდა დავიხიოთ უკან, არ უნდა დავუბრუნდეთ წარსულს. პირიქით, ამაზე უნდა ავაშენოთმომავალი საქართველო. მიმაჩნია, რომ ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ეს ბრძოლააარამხოლოდ კონკურენტებს შორის, არამედ ბრძოლაა დიდგორის, გადამწყვეტი ბრძოლაა, სტაბილურობისთვის,მშვიდობისთვის. ეს არჩევანი ყველას გასაკეთებელია, თქვენ თვითონ უნდა გადაწყვიტოთ, როგორი ქვეყანაგინდათ თქვენი შვილებისთვისა და შვილიშვილებისთვის. მე ამ სტაბილურობის გარანტი ვიქნები, თუ თქვენსნდობას დავიმსახურებ, რისთვისაც წინასწარ გიხდით მადლობას. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიქნებით ერთადსაქართველოსთვის” , – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.