საქართველო

სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან გამშვები პუნქტების გახსნასთან დაკავშირებით ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების განცხადებას მიესალმება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან გამშვები პუნქტების გახსნასთან დაკავშირებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„მივესალმები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების მოწოდებას, საოკუპაციო ხაზთან გაიხსნას ყველა გამშვები პუნქტი. საერთაშორისო საზოგადოებისადმი ჩემი გუშინდელი მიმართვის შემდეგ, ვიმედოვნებ, რომ პოზიტიური პროგრესი იქნება ადამიანის უფლებათა დაცვისთვის”, – წერს პრეზიდენტი “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები ე.წ. სამხრეთ ოსეთს ყველა გადასასვლელი პუნქტის დაუყოვნებლივ გახსნისკენ მოუწოდებენ.