საქართველო

სალომე ზურაბიშვილი სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს, ტოივო კლაარს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარესთან, ტოივო კლაართან გამართა შეხვედრა, რომელზეც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა განიხილეს.