საქართველო

სალომე ზურაბიშვილი პოლონური ინსტიტუტის გახსნისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო

პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით, პოლონური ინსტიტუტის გახსნისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა. ღონისძიებას მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო. მან საქართველოში პოლონური ინსტიტუტის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანია პოლონეთის კულტურული ინსტიტუტის გახსნა. კულტურის დარგში პოლონეთი გახდა ევროპაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომელმაც დაისახა მიზნად, საქართველო სრულყოფილად შეიყვანოს ევროპის კულტურულ სფეროში და ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

რამდენიმე წელია გაიხსნა ქუთაისში ინტერდისციპლინარული ცენტრი, რომელიც არქეოლოგიისა და სხვა მიმართულებით არის მნიშვნელოვანი. მე, როგორც მომავალი პრეზიდენტი, ვფიქრობ, ამ დარგს საქართველოსთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს და ეს თანამშრომლობა ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება იქნება“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.