საქართველო

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს წლიურ მოხსენებას წარუდგენს

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოს დღეს მეორე წლიურ ანგარიშს წარუდგენს.

რეგლამენტის თანახმად პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს ისმენს.

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ სიტყვით გამოდიან იმ ფრაქციების თავმჯდომარეები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, ასევე უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერები.

პარლამენტის პლენარული სხდომა 14:00 საათზე დაიწყება.

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რანგში პარლამენტს პირველი ანგარიში გასული წლის 6 მარტს წარუდგინა.