საქართველო

სალომე ზურაბიშვილი: “მე ვიქნები ქართველი ბერძნების, ქართველი სომხების, ქართველი ებრაელების, – ყველა საქართველოს მოქალაქის პრეზიდენტი”

“მე ვიქნები ქართველი ბერძნების, ქართველი სომხების, ქართველი ებრაელების, – ყველა საქართველოს მოქალაქის პრეზიდენტი”, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა წალკაში ამომრჩეველთან შეხვედრისას.

“აქ შეკრებილი ხართ, პრაქტიკულად, ყველა ეროვნების წარმომადგენლები. ჩვენ არ ვიცით ეროვნული შუღლი, არ ვიცით რელიგიური შუღლი. წალკა თანაცხოვრების სიმბოლოა და ეს სიმბოლო ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის.
მე ვიქნები ქართველი ბერძნების, ქართველი სომხების, ქართველი ებრაელების, – ყველა საქართველოს მოქალაქის პრეზიდენტი.

მე ვიქნები მკაცრი ზედამხედველი იმისა, თუ როგორი სისწრაფით და რამდენად სრულყოფილად შესრულდება თქვენთვის მიცემული დაპირებები.

ელემენტარული პირობების დაკმაყოფილება თქვენთვის საკმარისი არ არის. სახელმწიფო ენის ცოდნა არის სხვა პოტენციალის მიმცემი და გარანტია იმისა, რომ თქვენ იქნებით ამ ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეები.

აქაურმა ახალგაზრდებმა უნდა მიიღონ პროფესიული განათლება იმისთვის, რომ დაეხმარონ რეგიონს, მოძებნონ მისი განვითარების ახალი გზები”, აღნიშნა ზურაბიშვილმა.