საქართველო

სალომე ზურაბიშვილი მარნეულში, ბოლნისსა და დმანისში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, წინასაარჩევნო კამპანიისფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.

 დღეს, სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლის რეგიონში -მარნეულში, ბოლნისსა და დმანისში მცხოვრებმოსახლეობას შეხვდა.

 შეხვედრების დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან, დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმამოსახლეობასთან საუბრისას დასმული საკითხები შეაჯამა: „დღევანდელი შეხვედრები ამ რეგიონში ძალიანმნიშვნელოვანია. აქ მთავარია, ერთობისა და თანასწორობის შენარჩუნება, ეს ქმნის ამ ქვეყნის სიძლიერეს და არუნდა დავუშვათ, რომ ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ სხვადასხვა რელიგიისა და ეროვნების მქონე ადამიანებიერთმანეთს დაუპირისპირდნენ“.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი, ქვემო ქართლისგუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, მარიამ ჯაში, კახაბეროქრიაშვილი, თამაზ ნავერიანი, გოგი მეშველიანი, რუსლან გაჯიევი, სავალან მირზოევი, პაატა მხეიძე დაგოდერძი ჩანქსელიანი დაესწრნენ.