საქართველო

სალომე ზურაბიშვილი NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ ჯეიმს აპატურაის შეხვდა.

სალომე ზურაბიშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ ჯეიმს აპატურაის შეხვდა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და NATO-ს თანამშრომლობას, ტერიტორიული მთლიანობის საკითხსა და საოკუპაციო ხაზს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე, რომელიც დღეს მნიშვნელოვანი პრობლემაა ევროპისა და ნატოსთვის.

ჯეიმს აპატურაიმ აღნიშნა, რომ ისინი სრულად იზიარებენ და მიესალმებიან ახლადარჩეული პრეზიდენტის პრიორიტეტებს და აგრძელებენ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების სრულ მხარდაჭერას.