საქართველო

სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადადის

რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადადის, მიუხედავად იმისა, რომ ის COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამ პროცესის პარალელურად, პრეზიდენტი PCR ტესტს არსებული პროტოკოლის შესაბამისად იკეთებს.