საქართველო

სალომე ზურაბიშვილი: თავს ვალდებულად არ ვთვლი, რომ ბატონ ვაშაძეს გავცე რამე პასუხი

„ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

„არაფერს არ ვუპასუხებ ბატონ ვაშაძეს, რომელმაც მომმართა არაერთხელ და სულ სხვადასხვა ტონალობაში. ამიტომ თავს ვალდებულად არ ვთვლი, რომ ბატონ ვაშაძეს გავცე რამე პასუხი”, აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

გრიგოლ ვაშაძემ დღეს, ბათუმში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხდა, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოების არაერთ შეკითხვას, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, პასუხი უნდა გასცეს.