საქართველო

სალომე ზურაბიშვილი: „ვფიქრობ, ინაუგურაციაზე საკმაოდ ბევრი სტუმარი იქნება”

სალომე ზურაბიშვილი ვარაუდობს, რომ 16 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე თელავში ბევრი სტუმარი იქნება და აქვს „დიდი მოლოდინი, რომ ინაუგურაცია კარგად ჩაივლის და ეს იქნება ყველასთვის დასამახსოვრებელი დღე, რომელიც დარჩება ისტორიაში, როგორც პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია“.

„ვფიქრობ, ინაუგურაციაზე საკმაოდ ბევრი სტუმარი იქნება, პროტოკოლით გათვალისწინებული სტუმრები, ჩვენი საგარეო უწყების პროტოკოლი გზავნის მოსაწვევებს ყველა იმ ქვეყნის პირველ პირთან, რომლებიც არიან ჩვენი პარტნიორები ან აკრედიტებული. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ჩამოვა, ამისთვის ძალიან მცირე დროა, მაგრამ იმედი მაქვს, თუნდაც ქალთა წარმომადგენლობა იქნება შესატყვისი იმ ფაქტის, რომ საქართველოში პირველად აირჩიეს ქალი პრეზიდენტი“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დაამატა, რომ ოფიციალური სტუმრების გარდა მას პირადი სტუმრებიც ეყოლება.