საქართველო

სალომე ზურაბიშვილი: ექიმების მიერ ჩემს ფონდში თანხის გადმორიცხვაზე აუდიტის სამსახურმა გამოძიება დაიწყო, რადგან ამის შესახებ გარედან შემოსული იყო კითხვები

ექიმების მიერ ჩემს ფონდში თანხის გადმორიცხვაზე აუდიტის სამსახურმა გამოძიება დაიწყო, რადგან ამის შესახებ გარედანშემოსული იყო კითხვები, აუდიტი თავის მოვალეობას ასრულებს, რაც სრულიად ნორმალურია, – ამის შესახებპრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

„აუდიტმა დაიწყო გამოძიება, რადგან ამის შესახებ გარედან შემოსული იყო კითხვები და აუდიტი თავის მოვალეობასასრულებს, რაც სრულიად ნორმალურია. მიმაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში, როცა გარედან შემოსულია კითხვები, აუდიტისჩატარება ნორმალურია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ ლოგიკურ ეჭვს აჩენს ექიმების მიერ მის ფონდში თანხის გადარიცხვა, სალომეზურაბიშვილი აცხადებს, რომ ცალკე კატეგორიების გამოყოფა არის ძალიან არასწორი და შეურაცხმყოფელი. როგორცპრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა აღნიშნა, მისთვის ღირებულია ყველა ადამიანი, ვინც ამ ფორმით უჭერსმხარს.

„მაშინ ეს უნდა ჰკითხოთ იმ ექიმებს, რომლებმაც თანხა გადმორიცხეს. ჩემთვის არის ძალიან ლოგიკური. ზოგადად,ლაპარაკი ექიმებზე, სხვათა შორის სტალინის დროს იყო ხომ ექიმების საქმე. ასე კატეგორიების გამოყოფა არის ძალიანარასწორი და შეურაცხმყოფელი. ყველა, ვინც მხარს მიჭერს ამ ფორმით, ჩემთვის ძალიან ღირებულია. თუ ვინმე იმისთვისშემოვიდა, რომ მერე თქვას და დაწეროს, რომ არ მიჭერს მხარს და შექმნას პრობლემა, ესეც არ გამიკვირდება“, – განაცხადასალომე ზურაბიშვილმა.