საქართველო

სალომე ზურაბიშვილი გმირთა მემორიალთან და მთაწმინდის პანთეონში იმყოფებოდა

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა.

ზურაბიშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

არჩეული პრეზიდენტი იმყოფებოდა მთაწმინდის პანთეონშიც, სადაც წმიდა ილია მართლის საფლავი მოილოცა.