საქართველო

„სალომე ზურაბიშვილის ფონდმა“ საქველმოქმედო პლატფორმა „ჩართეს“ საშუალებით 624 სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს ინტერნეტის ერთი თვის საფასური დაუფინანსა

„სალომე ზურაბიშვილის ფონდმა“ საქველმოქმედო პლატფორმის „ჩართე“ (www.charte.ge) საშუალებით, 624 სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს ინტერნეტის ერთი თვის საფასური სრულად დაუფინანსა. ინფორმაცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქგებრდზე ვრცელდება.

პროექტ  „ჩართეს“ საშუალებით შესაძლებელია, მსურველებმა სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადი ან კომპიუტერი დაუფინანსონ.