საქართველო

საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ პირველი სხდომა გამართა

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა გამართა.
კომისიამ, რომელიც საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ექსპერტებისგან შედგება, საყოველთაო-სახალხო განხილვის ვადებსა და ფორმატზე იმსჯელა.