მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ჩრდილოეთ კაროლინაში, სადაც უხვი თოვლისა და ქარბუქის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა

ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთ შტატებში თოვლის სახით უხვი ნალექის მოსვლისა და ქარბუქის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, ათეულობით ათასი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ჩრდილოეთ კაროლინაში საგანგებო მდგომარეობა არის გამოცხადებული. ზოგიერთ ადგილებში თოვლის საფარმა შაბათ-კვირას 0.5 მეტრს მიაღწია.

BBC-ის ცნობით, ერთი მამაკაცი მას შემდეგ დაიღუპა, რაც მის ავტომანქანას ხე დაეცა. მიმდინარეობს იმ მძღოლის სამძებრო სამუშაოები, რომლის სატრანსპორტო საშუალებაც მაშველებმა მდინარეში იპოვეს.

რეგიონის გასწვრივ ათასობით ფრენა გაუქმდა.

300 000 ათასზე მეტ ადამიანს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება კვირას კაროლინაში, ალაბამაში, ტენესისა და ჯორჯიაში და ამინდის ეროვნული ბიურო „სახიფათო ქარბუქის“ შესახებ აფრთხილებდა სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონების, „განსაკუთრებით კი ჩრდილო კაროლინას და ვირჯინიის“ მცხოვრებლებს.

ზოგიერთ ადგილებში იმხელა თოვლი მოვიდა, რომ მისმა სიმძიმემ ელექტროგადამცემი ხაზების ჩაწყვეტა გამოიწვია. მაგრამ მთავარი საფრთხე გზებზე შეიქნა.

პოლიციის ცნობით, ვირჯინიაში დაახლოებით 60 ავარია მოხდა, ჩრდილო კაროლინაში კი 500 ავტსაგზაო შემთხვევა – კვირას, ადგილობრივი დროით, შუაღამიდან 11:00 საათამდე.

ჩრდილოეთ კაროლინას გუბერნატორმა როი კუპერმა CNN-ს უთხრა, რომ შტატის „ყველაზე დიდი წუხილი“ არა თოვლი, არამედ „ყინულია, რომელიც გზებს კიდევ უფრო მეტად სახიფათოს ხდის“.

ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ადამიანის სიკვდილია დადასტურებული. მეორე პირს კი შეთხვევის შედეგად დაზიანებები აქვს მიღებული და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

აღმოსავლეთით, რამდენიმე ასეული მილით დაცილებულ კინსტონში მყვინთავები კი იმ მძღოლს ეძებენ, რომლის ტრაილერიც მდინარეში არის ჩავარდნილი.

guardian.ge