საქართველო

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით თავდაცვის უწყებაში სახელმწიფო დროშები დაუშვეს

25 თებერვალი, საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები. საქართველოს სახელმწიფო და თავდაცვის ძალების დროშები ღამით დაეშვა თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფშიც.

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია განახორციელა.

დღევანდელ დღეს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან არსებულ მემორიალს გვირგვინით ამკობენ და წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ 18-25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლებს.