საქართველო

საბურთალოს რაიონში დაავადებული ხეების სანიტარიული ჭრები განხორციელდა

თბილისის მასშტაბით, სანიტარიული ჭრის ღონისძიებები გრძელდება.

საბურთალოს რაიონში, ზ. ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა N11-ის მიმდებარედ, დაახლოებით, 150-მდე ძირი დაავადებული, ხმობადი ფოთლოვანი ხე და ფიჭვი მოიჭრა.

საბურთალოს გამგეობა აღნიშნულ ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს, რომლის ფარგლებშიც,  250 ძირი ხე-მცენარე დაირგვება.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს