საქართველო

საარჩევნო უბნების 95%-ზე ხმები დათვლილია და პროცენტები ასე გადანაწილდა – „ქართული ოცნება“ – 48.12%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ – 26.94%

საქართველოს პარლამენტის, არჩევნების საუბნო შემაჯამებელი ოქმების 95% ხელმისაწვდომია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სპეციალურ ვებგვერდზე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. სულ, 3 847 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3626 საარჩევნო უბნის შედეგი.

ცესკოში დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია პარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ პროპორციული საარჩევნო სისტემით. 

როგორც ანა მიქელაძემ განაცხადა, საოლქო საარჩევნო კომისიებმა საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგები უნდა შეაჯამონ არაუგვიანეს 11 ნოემბრისა, ხოლო არაუგვიანეს 19 ნოემბრისა ცესკო სხდომაზე შეაჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგებს.

„არჩევნების შედეგების შეჯამებამდე მოხდება საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების განხილვა. ადმინისტრაცია დეტალურად შეისწავლის ყველა საჩივარს და თითოეულ გადაცდომაზე ექნება შესაბამისი რეაგირება.

მოცემული დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში 450 საჩივარია შესული. საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების უმეტესობა, ასევე, დღის განმავლობაში დაიწერა საარჩევნო უბნებზევე, ხოლო ხმების დათვლასთან დაკავშირებული საჩივრები, კანონმდებლობის მიხედვით, პირდაპირ საოლქო საარჩევნო კომისიებში იყო წარდგენილი.

საჩივრების  უმეტესი ნაწილი  პროცედურულ ხარვეზებს ეხება და ძირითადი მოთხოვნა, 280 შემთხვევაში, კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებაა. თუმცა, საოლქო საარჩევნო კომისიებში სხვა მოთხოვნის შემცველი საჩივრებიც შევიდა, მაგალითად, უბნის შედეგების ბათილობაზე დაწერილია 45 საჩივარი, გადასატანი საარჩვენო ყუთის ბათილობაზე – 16, ხოლო ადმინისტარციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა მოთხოვნილია 23 შემთხვევაში.

შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 2 დღის ვადაში ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში. საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრის რეგისტრაციიდან განხილვისთვის ასევე ორდღიანი ვადა აქვს. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში განიხილავს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა ერთი დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც თავის მხრივ ერთი დღის ვადაში განიხილავს საჩივარს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება“, განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.

ანა მიქელაძემ მედიას ასევე მიაწოდა ინფორმაცია, იმის თაობაზე, თუ რა შემთხვევაში ინიშნება მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების მეორე ტური, – „საარჩევნო კოდექსის თანახმად, თუ მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში საქართველოს პარლამენტის წევრი ვერ აირჩა, ცესკო, პირველი ტურის შეჯამებასთან ერთად, ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს, რომელიც იმართება არჩევნებიდან მესამე შაბათს ანუ 21 ნოემბერს“.

 წინასწარი შედეგები 3626 საარჩევნო უბნის მიხედვით:

უბნების ჯამური რაოდენობადათვლილი უბნები(რაოდენობა)დათვლილი უბნები(%)გაბათილებული უბნები
3847362694.260
 პარტიის ნომერი პარტიის დასახელება შედეგი(რაოდენობა) შედეგი(%)
1(პარტია) „თეთრები”19760.11
 2 „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 68548 3.79
3ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა154450.85
4„დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა – ქდმ”94950.52
 5საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” 487376 26.94
6„მომავალი საქართველო”25370.14
7„თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“25990.14
 8 „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” 57580 3.18
9„გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია“12780.07
10„შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“180411
11„მშრომელთა სოციალისტური პარტია“6490.04
12„მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის”6970.04
13„რეფორმერი“19800.11
14„ბეჟან გუნავა – ქართული არჩევანი“20540.11
16„ახალი ქრისტიან-დემოკრატები”4320.02
17„ირაკლი ოქრუაშვილი – გამარჯვებული საქართველო“35870.2
18„მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“10460.06
 19მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი საქართველო -სოლიდარობის ალიანსი“ 7828 0.43
20„საქართველო“11890.07
21„თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა, გიორგი წულაია)“60960.34
23„ახალი ძალა“14190.08
24„ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“242521.34
25„თავისუფალი დემოკრატები“50450.28
26ეკა ბესელია – პ.პ. „სამართლიანობისთვის“19550.11
27საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი”570063.15
28„ქართული ფესვები”18650.1
30„შეცვალე საქართველო”12290.07
31თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა26790.15
32„სახალხო პარტია“9820.05
33„ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)“5550.03
34„სოციალური სამართლიანობისათვის“26950.15
36„გირჩი“534472.95
41ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო87045348.12
42რეფორმატორები26290.15
43„ზვიადის გზა“ (ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის)19010.11
44„ლევან ჩაჩუა, გურამ ფალავანდიშვილი – ქართული იდეა“79790.44
45„ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა“44600.25
 46„გია ჟორჟოლიანი – სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის“ 3979 0.22
47„ზვიად ძიძიგური – საქართველოს კონსერვატიული პარტია”29080.16
48„არჩევანი სამშობლოსათვის“5030.03
49„ჯონდო ბაღათურია – ქართული დასი”9420.05
50„პროგრესული საქართველო“9410.05
 51„საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” 3058 0.17
52„სერგო ჯავახიძე-ევროატლანტიკური ვექტორი“4180.02
53„ტრადიციონალისტები“4650.03
54„ანა რეხვიაშვილი – სახალხო მოძრაობა ქრისტიან-დემოკრატები“3190.02
55„ქართული მარში-ეროვნული მოძრაობა“45240.25
56„ლელო – მამუკა ხაზარაძე“577303.19
57მამულიშვილთა ორდენი „სამშობლო“7560.04
60„საქართველოს განვითარების პარტია“14670.08