საქართველო

საარჩევნო უბნების 91.81%-ზე ხმები დათვლილია და პროცენტები ასე გადანაწილდა – „ქართული ოცნება“ – 48.13, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ – 26.84%

ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველად წინასწარ შედეგებს აქვეყნებს – 3 847 უბნიდან 3233 უბნის, 91.81%.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, პროპორციული არჩევნების ხმები, რომელიც 3532 საარჩევნო უბნის მონაცემებს ასახავს, შემდეგნაირად გადანაწილდა:

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 48.13% (846 538 ხმა)

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ – 26.84% (472 028 ხმა)

„ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 3.79% (60 299 ხმა)

„ლელო – მამუკა ხაზარაძე“ – 3.21% (56 454 ხმა)

დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 3.19% (56 173 ხმა)

გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი (ახალი საქართველო) – 3.15% (55 381 ხმა)

„გირჩი“ – 2.99% (52 645 ხმა)

ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები – 1.36% (23 834 ხმა)

შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 1% (17 686)

ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა – 0,86% (13 695 ხმა)

ეს არის 3532 საარჩევნო უბნის მონაცემები და ცესკოს ვებგვერდზე საარჩევნო უბნების მიხედვით მონაცემები სისტემატურად ახლდება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველმა არჩევანი 50 საარჩევნო სუბიექტს – ორ ბლოკსა და 48 პარტიას შორის გააკეთა. საპარლამენტო არჩევნებისთვის 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებდა. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის კოვიდდაწესებულებებში 127 საარჩევნო უბანი მუშაობდა, პენიტენციურ დაწესებულებებში კი 10 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებდა.