აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

რუსულმა და საუდის არაბეთის კომპანიებმა ერთობლივ პროექტებსა და 10 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციაზე გამართეს მოლაპარაკებები

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა განაცხადა, რომ რუსულმა და საუდის არაბეთის კომპანიებმა შესაძლო ერთობლივ პროექტებსა და ასევე 10 მილიარდი აშშ დოლარის პოტენციურ ინვესტიციაზე გამართეს მოლაპარაკებები.

„როიტერსის“ ცნობით, განხილვები საუდის არაბეთში შედგა, სადაც რუსეთმა და ნავთობის ექსპორტიორმა ქვეყნებმა ნავთობის გლობალურ ბაზარზე შემდგომი თანამშრომლობა განიხილეს.

საუდის არაბეთი, „ოპეკის“ (OPEC)  წამყვანი ძალა, ცდილობს დაარწმუნოს რუსეთი შეუერთდეს ნავთობპროდუქტების უფრო მეტად შემცირებას. მოსკოვმა განაცხადა, რომ იგი თავის პოზიციას  ამ წინადადებაზე ახლო დღეებში გაამჟღავნებს.

საუდის არაბეთის ბიზნესის წარმომადგენლები მოსკოვს გაზაფხულზ ესტუმრებიან და განაგრძობენ დაწყებულ მოლაპარაკებებს რუსულ კომპანიებთან, – განაცხადა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა.