საქართველო

„რუსთავი 2“ მორიგ აუდიო ჩანაწერს აქვეყნებს, რომელშიც სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელი ფიგურირებენ

„რუსთავი” ასაჯაროვებს კიდევ ერთ აუდიოჩანაწერს, რომელიც, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილ მინისტრს, ლევან ყიფიანსა და „ომეგა ჯგუფის” მენეჯმენტის წარმომადგენლებს შორის შემდგარ საუბარს ასახავს.

ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ყიფიანი მინისტრებისთვის „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლებისგან ძვირადღირებულ მანქანებს და ფულს ითხოვს.

ლევან ყიფიანი „აგერ, ძმაო, გადამიფორმეთ, 5 მანქანა, რაც ძველი დავალიანებაა. აქედან მერე, რაც ჩამოეჭრება და 30-მილიონიანი რესტრუქტურიზაცია, 30 მილიონის პროცენტი მომეცით. 3 მანქანა, რომელიც არის გადმომიფორმონ, რომ მე კიდევ არ გადავაგდო ფინანსთა სამინისტრო, ერთი მინისტრი და მეორე მინისტრი.

ომეგა ჯგუფის მენეჯერი: – ერთ მინისტრი რა ქუმსიშვილს არ გულისხმობ?

ყიფიანი: – სხვას, წინა მინისტრსაც ვგულიხმობ.

ომეგა ჯგუფის მენეჯერი: – ეს ხადური ხომ?

ყიფიანი: – ჰო. ერთი კუპერი, X 4 და X 5

ომეგა ჯგუფის მენეჯერი: – ეს ქუმსიშვილის.

ყიფიანი: – კიი. ეს 3 მანქანა გადმომიფორმდეს, ან ვისაც მოვიყვან იმაზე გადააფორმონ იმაზე, რომ მერე მე ჯიჯღინი არ დამაწყებინოთ, მაიცა და ხვალ იყოს და ზეგ იყოს. მარა აქ მე, მარტო არა ვარ. აქ ვალდებულებებია, ამ ვალდებულებებს მე ვეღარ გავექცევი.

ომეგა ჯგუფის მენეჯერი: – რა ვალდელბულებებია?

ყიფიანი: – ფინანსური ვალდებულებები.

ომეგა ჯგუფის მენეჯერი: – ეგ, რას ნიშნავს?

ყიფიანი: – რომ უნდა გავცე ეს ვალდებულებები.

ომეგა ჯგუფის მენეჯერი: – ეს ბიუჯეტში, თუ?

ყიფიანი: – არა.

ომეგა ჯგუფის მენეჯერი: – აა, ზოგადად?

ყიფიანი: – ჰო. ამ მანქანების გარდა.

ომეგა ჯგუფის მენეჯერი: – აა, მანქანების გარდა კიდე? მე არ ვიცი.

ყიფიანი: – ჩემგან, ჩემგან, უნდა გაიცეს.

ომეგა ჯგუფის მენეჯერი: – ააა

ყიფიანი: – მე რასაც ავიღებ, კიდევ უნდა გავცე”, ნათქვამია აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც დადგენილი არ არის.

„იბერიასა” და „ომეგა ჯგუფის” საქმეზე ეს უკვე მეოთხე აუდიოჩანაწერია, რომელიც „რუსთავი 2″-მა გაასაჯაროვა. სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით პირველი ვრცელი განცხადება ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა გააკეთა.

ოქუაშვილის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესზე ზეწოლა საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს და „ომეგა ჯგუფი“ ერთადერთი ბიზნესი არ არის, რომელიც სახელმწიფო რეკეტის მსხვერპლია.

guardian.ge