საქართველო

„რუსთავი 2“-ის ეგზიტ პოლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 52.26% მიიღო

ეგზიტ პოლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 52.26% პროცენტი მიიღო, მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ გავიდა – ხმების 25.33%-ით.

ეგზიტ პოლის შედეგებს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ აქვეყნებს.

“ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” – 4.20 %

“გირჩი” – 3.52 %

“ლელო – მამუკა ხაზარაძე” – 2.61%

საარჩევნო ბლოკი “გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი” -2.37%

“დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” -2.29%

“შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია” – 1.22%

“ალეკო ელისაშვილი მოქალაქეები” – 1.02 %

კვლევა  „რუსთავი 2“-მა ბრიტანულ კომპანია „სერვეიშენს“ დაუკვეთა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნებას, უბნების მიხედვით, რამდენიმე საათში დაიწყებს.