საქართველო

რუსთავის საქალაქო სასამართლოში მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს

რუსთავის საქალაქო სასამართლოში მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის, საქართველოს პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვისა და სხვა ბრალდებულების საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

6 სექტემბერს მარნეულის ყოფილ მერს ​ბრალი დაუმძიმდა. მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის მოპოვება, ორგანიზება, ინტერნეტით და სოციალური ქსელებით გავრცელება დაემატა.