ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

რუსეთმა განაცხადა, რომ „რადიკალურად შეამცირებს სამხედრო მოქმედებებს“ კიევისა და ჩერნიგოვის ფრონტებზე

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოსკოვი „რადიკალურად შეამცირებს სამხედრო მოქმედებებს“ ორ ფრონტზე – კიევისა და ჩერნიგოვის ფრონტებზე, იტყობინება რუსული სახელმწიფო მედია.

სამხედრო მოქმედებების „რადიკალურად შემცირება“ დაადასტურა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ფომინმა.

„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ უკრაინის ნეიტრალიტეტისა და არაბირთვული სტატუსის შესახებ შეთანხმების მომზადების, ასევე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის შესახებ მოლაპარაკებები პრაქტიკულ სივრცეში გადადის, მხედველობაში ვიღებთ რა პრინციპებს, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე იქნა განხილული, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მიერ ურთიერთნდობის გაზრდისა და შემდგომი მოლაპარაკებებისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად და ზემოაღნიშნული შეთანხმების ხელმოწერაზე შეთანხმების საბოლოო მიზნის მისაღწევად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რადიკალურად შემცირდეს სამხედრო აქტივობა კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით“, – განუცხადა ფომინმა ჟურნალისტებს.

guardian.ge