მსოფლიოს ახალი ამბები

რუსეთის საგარეო უწყება: სირიელ ხალხზე ჯერ „არაბული გაზაფხული” გამოსცადეს, შემდეგ „ისლამური სახელმწიფო”, ახლა კი, ამერიკული „ჭკვიანი რაკეტები”

სირიაზე განხორციელებულ სამხედრო იერიშს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. „სირიელ ხალხზე ჯერ „არაბული გაზაფხული” გამოსცადეს, შემდეგ „ისლამური სახელმწიფო”, ახლა კი, ამერიკული „ჭკვიანი რაკეტები”, აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა.

„იმ სუვერენული სახელმწიფოს დედაქალაქზე, რომელიც მრავალი წელია ცდილობს, გადარჩეს ტერორისტული აგრესიის პირობებში, დარტყმა განხორციელდა. ამ ყველაფრის უკან ისინი დგანან, ვინც პრეტენზიას აცხადებს მსოფლიოში მორალურ ლიდერობაზე, აცხადებს თავის განსაკუთრებულობაზე. ნამდვილად განსაკუთრებული უნდა იყო, რომ იმ მომენტში, როდესაც სირიამ მშვიდობიანი მომავლის შანსი მიიღო, ცეცხლი გაუხსნა მის დედაქალაქს”, წერს მარია ზახაროვა სოციალურ ქსელში.