ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

რუსეთის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა

რუსეთის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადება პრემიერ მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მინისტრთა კაბინეტის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას გააკეთა.

პუტინი მინისტრებს თავისი მიმართვის შემდეგ შეხვდა, რომლის ფარგლებში კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის ინიციატივით გამოვიდა.

როგორც მედვედევმა განაცხადა, შეთავაზებული ცვლილებები აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას შორის ბალანსს შეცვლის.