მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

რობერტ მიულერის ორწლიანმა გამოძიებამ დაასკვნა, რომ პრეზიდენტ ტრამპსა და რუსეთს შორის შეთქმულებას ადგილი არ ჰქონია

სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის ანგარიშის თანახმად, რომელიც კვირას კონგრესს გადაეცა, პრეზიდენტ ტრამპის კამპანია 2016 წლის არჩევნებზე არ ყოფილა ფარულ გარიგებაში რუსეთთან.

ანგარიშში არ არის დასკვნა გამოტანილი იმის თაობაზე, შეუშალა თუ არა ტრამპმა ხელი არაკანონიერად მართლმსაჯულებას – ბრალდებისგან გათავისუფლებულიყო პრეზიდენტი.

ანგარიშის მთავარი საკითხების შეჯამებული ვარიანტი კონგრესისადმი გენერალური პროკურორის, უილიამ ბარის მიერ იქნა მიწოდებული.

პრეზიდენტმა ტრამპმა „თვითერზე“ დაწერა: „არა საიდუმლო შეთანხმება, არა ხელის შეშლა“.

ტრამპმა, რომელმაც გამოძიებას არაერთხელ უწოდა „კუდიანებზე ნადირობა“, კვირას განაცხადა, რომ „სირცხვილი იყო, რომ ქვეყანას ეს უნდა გაევლო“. მან გამოძიება აღწერა, როგორც „არალეგალური რელიზი, რომელიც წარუმატებელი გამოდგა“.

ანგარიში მიულერის ორწლიანი გამოძიების კულმინაციას წარმოადგენს. ამ ხნის განმავლობაში მისი გამოძიების ფარგლებში პრეზიდენტ ტრამპის უახლოესი ყოფილი თანაშემწეები გასამართლდნენ, მათ შორის ზოგიერთს პატიმრობა მიესაჯა.

„მაშინ როცა ეს ანგარიში არ ასკვნის, რომ პრეზიდენტმა დანაშაული ჩაიდინა, ეს ასევე არ ათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისაგან“, დაწერა მიულერმა თავის ანგარიშში.

guardian.ge