საქართველო

რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 7 თებერვლიდან პირველ მარტამდე, მგზავრებს ვერ მოემსახურება.

აღნიშნულ პერიოდში, „საბაგირო მოწყობილობების (საბაგირო გზის, ფუნიკულიორის) უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ თანახმად, მზიდსაწევი ბაგირი გამოიცვლება და სერვისული სამუშაოები ჩატარდება.

სამუშაოებს, ხელშეკრულების პირობების თანახმად, იტალიური მწარმოებელი კომპანია „ლაიტნერის“ სპეციალისტებიშეასრულებენ.

ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს და მოქალაქეებს ბოდიშს უხდის დისკომფორტის გამო.