საქართველო

რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ამ დროისთვის, მოსამზადებელი სამუშაოები, სამშენებლო მოედნის გასუფთავება, ნაყოფიერი ფენის მოხსნა, ბანაკებისა და ქარხნების მოწყობის სამუშაოები, კომუნიკაციის გადატანის პროექტის მომზადება და ნარჩენების განსათავსებელი ადგილის შერჩევა მიმდინარეობს.
სამშენებლო სამუშაოებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე და მისი მოადგილე ლევან კუპატაშვილი ადგილზე გაეცნენ.
პროექტი, ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე, ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე, 35 ახალი ხიდისა და 20 გვირაბის მშენებლობა იგეგმება.
ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის (II სექცია) მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს.
აღნიშნული მონაკვეთი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაივლის
პროექტის ღირებულება 732 296 478 ლარია და სამუშაოების დასრულება 2022 წლისთვისა დაგეგმილი.