საქართველო

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა. ჯაფარიძემ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე მთავრობას დღეს განცხადებით მიმართა.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორად არჩილ ჯაფარიძე 2017 წლის აგვისტოში დაინიშნა. 2014-2017 წლებში ეკავა რაჭა-​ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის თანამდებობა. მანამდე იყო ​ამბროლაურის საკრებულოს წევრი.