საქართველო

რასმუსენი გერმანიის სცენარს საქართველოსთვის მიუღებლად მიიჩნევს

ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ შეუძლებელია საქართველოს ნატოში გაწევრიანება ისე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დროებით მაინც არ გავრცელდეს ალიანსის წესდების მე-5 მუხლი, რადგან, როგორც ნატოს-ს ყოფილი გენერალური მდივანი მიიჩნევს, ამგვარი სცენარის, მე-5 მუხლის გაუვრცელებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, გაჩნდეს იმის მინიშნების საფრთხე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები – აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დაკარგულია.

რასმუსენი, რომელიც ნატოს გენერალური მდივანი 2009-2014 წლებში იყო, თვლის, რომ ამ კონტექსტში გერმანიის მაგალითის მოყვანა არამართებულია.

„ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. ეს ტერიტორიები ოკუპირებულია. ასე რომ, შეუძლებელია საქართველოს ნატოში გაწევრიანება ისე, რომ ამ ტერიტორიებზე დროებით მაინც არ გავრცელდეს მე-5 მუხლი. შეიძლება ვიდავოთ, რომ წარსულში არსებობდა მსგავსი პრეცედენტი და მაგალითად გერმანია მოვიყვანოთ, მაგრამ გერმანიის შემთხვევაში ცოტა განსხვავებული მდგომარეობა იყო. აღმოსავლეთ გერმანია არ იყო ოკუპირებული ისე, როგორც ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. რთული საკითხია, მაგრამ ჩემი ხედვა ასეთია: საქართველოს შემთხვევაში ეს ვარიანტი არ იქნება შესაძლებელი, რადგან არ გაჩნდეს მინიშნების საფრთხე, რომ ეს ტერიტორიები დაკარგულია. არ მგონია, საქართველოსთვის ეს მისაღები იყოს“, განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში საკითხის გარშემო მიმდინარე დისკუსიისას.

GUARDIAN.GE