საქართველო

„რასაც მე „ფეისბუქზე“ მემუქრებიან, ყოველ ჯერზე ბრიფინგი რომ გავმართო, უხერხული იქნება“ – სალომე სამადაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომ მასსა და მის ოჯახზე სიცოცხლის მოსპობის მუქარას აქვს ადგილი, სამადაშვილი ამბობს:

„რასაც მე „ფეისბუქზე” მემუქრებიან, ყოველ ჯერზე ბრიფინგი რომ გავმართო, ცოტა უხერხული იქნება”.

სალომე სამადაშვილის თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატის იმ განცხადებას, რომ მუქარის ავტორები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული ყოფილი სამხედრო პირები არიან, დასაბუთება სჭირდება.

„არ ვიცი, წარმოადგინოს შესაბამისი საბუთები“, განაცხადა სამადაშვილმა.