საქართველო

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

„გუგუტიანთკართან მიმდინარე მოვლენებმა ადგილზე დაძაბულობის გაზრდა გამოიწვია და ადგილობრივ მოსახლეობაზე გარკვეული ჰუმანიტარული ზეგავლენა მოახდინა.

ისევე როგორც ღობეების აღმართვის ყველა მსგავს შემთხვევაში, ახლად აღმართული სტრუქტურები იქ მცხოვრებ ადამიანებს გადაადგილების თავისუფლებას უზღუდავენ, საკუთარ ბაღებთან წვდომის შესაძლებლობას ართმევენ და სარწყავი წყლის ხელმისაწვდომობას საფრთხეს უქმნიან.

ჩვენი ვიზიტი გახლავთ ნაწილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების უწყვეტი მცდელობისა, ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრის წინ, რომელიც ეუთოსა და ევროკავშირის ხელმძღვანელობით 29 აგვისტოს ტარდება, ყურადღება გაამახვილონ ამ და სხვა მოვლენების პოტენციურ შედეგებზე.

ჩვენ ვიყავით და გავაგრძელებთ ურთიერთობას ყველა შესაბამის მხარესთან, მათი ყურადღების გამახვილებას ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე და მოვუწოდებთ მათ, რომ სრულად და პასუხისმგებლობით გამოიყენონ კომუნიკაციის არსებული მექანიზმები, არსებული და სხვა პრობლემების გადასაჭრელად“, – ნათქვამია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეების განცხადებაში.