ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

პუტინმა რუსეთის ბირთვული ძალების „სპეციალური განგაშის“ რეჟიმზე გადაყვანა ბრძანა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალების განსაკუთრებულ საბრძოლო რეჟიმზე გადაყვანის ბრძანება გასცა. ამის შესახებ მან კრემლში რუსეთის თავდაცვის მინისტრთან, სერგეი შოიგუსთან და და გენშტაბის უფროსთან, ვალერი გერასიმოვთან შეხვედრისას განაცხადა. საუბარი რუსეთის ბირთვული შემაკავებელი მექანიზმის „სპეციალური განგაშის“ რეჟიმზე გადაყვანას ეხება.

„პატივცემულო კოლეგებო, უყურებთ, რომ დასავლეთის ქვეყნები იღებენ არა მხოლოდ არამეგობრულ ქმედებებს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში – ეკონომიკურ სფეროში, მე მხედველობაში მაქვს სანქციები, რომელიც ყველამ კარგად იცის – არამედ ნატო-ს წამყვანი ქვეყნების უმაღლესი პირები უშვებენ აგრესიული განცხადებების გაკეთებას ჩვენი ქვეყნის მისამართით. ამიტომ, ვუბრძანებ თავდაცვის მინისტრს და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელს, რუსეთის არმიის შემაკავებელი ძალები საბრძოლო მოვალეობის განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანონ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა, რაზეც თავდაცვის მინისტრისა და გენშტაბის უფროსისგან ასეთი პასუხი მიიღო: „არის“.

guardian.ge