ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

პუტინმა პროდასავლელ რუსებს „ეროვნული მოღალატეები“ უწოდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სატელევიზიო მიმართვისას პროდასავლელ რუსებს „ეროვნული მოღალატეები“ უწოდა. „დასავლეთი შეეცდება დაეყრდნოს ე.წ. მეხუთე კოლონას, ეროვნულ მოღალატეებს, მათ, ვინც ფულს შოულობენ ჩვენთან, მაგრამ ცხოვრობენ იქ. მე „იქ ცხოვრებაში“ ვგულისხმობ არა ამ სიტყვის გეოგრაფიულ მნიშვნელობას, არამედ მათი ფიქრების, მათი მონური ცნობიერების მიხედვით ცხოვრებას“, – განაცხადა პუტინმა.

ამ ადამიანებს „არ შეუძლიათ ხამანწკების და გენდერული თავისუფლების გარეშე ცხოვრება“, – დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.

ტერმინი „მეხუთე კოლონა“ ჩვეულებრივ აღნიშნავს მტრის თანამოაზრეებს და წარმოიშვა ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს.

guardian.ge