საქართველო

პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზი, სადაც დღეს მისი ყოველწლიური მოხსენების მოსმენა გაიმართა, პროტესტის ნიშნად დატოვა.

სხდომის დატოვებას წინ უძოდა კამათი პრეზიდენტსა და პარლამენტის თავჯდომარეს შორის. პრეზიდენტმა დებატებში ჩართვა მოითხოვა, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარისგან უარის მიღების შემდეგ, სხდომათა დარბაზი დატოვა.

გიორგი მარგველაშვილმა მოგვიანებით მედიასთან საგანგებო განცხადება გააკეთა:

„თქვენ იცით, რომ გამოცხადებული იყო დებატების ფორმატი და მე მივესალმე დებატების ფორმატს და ამის თაობაზე დაანონსებული იყო არაეერთხელ. ჩემთვის, ბუნებრივია, რომ პატივცემულ დეპუტატებთან მქონდეს საუბრის შესაძლებლობა და დებატების შესაძლებლობა. პრეზიდენტისთვის პასუხის გაცემას, იმ კითხვებზე, რომელსაც სვამს პარლამენტი, როდესაც ამას პარლამენტი მიკრძალავს, მე შინაარს ვერ ვხედავ, ასე შემიძლია ტელევიზორში ვუყურო ამ სხდომას. ველოდები პარლამენტი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს და მომცემს შესაძლებლობა, რომ დებატების ფორმატში შევიდე დეპუტატებთან. რეგლამენტში არსად წერია, რომ პრეზიდენტს პასუხის გაცემის შესაძლებლობა არ ჰქონდეს”, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრეზიდენტმა აღნიშნულის შემდეგ მედიასთან კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა. მან მეორე განცხადებაში აღნიშნა, რომ ჯერჯერობით რჩება პარლამენტის შენობაში და დარბაზში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში გეგმავს, თუკი მას დებატების ფორმატში შესვლის საშუალება მიეცემა, სხვა შემთხვევაში, მარგველაშვილმა თქვა, რომ წავა პარლამენტიდან და ტელევიზიიდან მიადევნებს თვალს დეპუტატების გამოსვლებს.

პრეზიდენტის მიერ დარბაზის დატოვების შემდეგ საქართველოს პარლამენტში იმასთან დაკავშირებით მსჯელობენ,  თუ რა ფორმით გაგრძელდეს სხდომა და დებატების ფორმატი.