საქართველო

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, ქვემო ქართლის მასშტაბით 285 წარჩინებული მოსწავლე, მათ შორის 59 გარდაბნელი დაჯილდოვდა

ქალაქ გარდაბნის კულტურის სახლში, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, ქვემო ქართლის მასშტაბით 285 წარჩინებული მოსწავლე, მათ შორის 59 გარდაბნელი დაჯილდოვდა. პერსონალური კომპიუტერები მათ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა – შოთა რეხვიაშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, რაფი ორუჯოვმა, მერის მოადგილეებმა – რევაზ ეგაძემ და დუნიამალ გაჯიევმა გადასცეს.

პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერი” 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად საჯარო სკოლის მოსწავლეები განისაზღვრნენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი ნიშანია 10 ქულა. მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ წარჩინებული მოსწავლეების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მოსწავლეთა წახალისების პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.

ინფორმაციას გარდაბნის საკრებულო ავრცელებს.