საქართველო

პრემიერ მინისტრი პარლამენტში წლიურ ანგარიშს დღეს წარადგენს

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში წლიურ ანგარიშს დღეს წარადგენს. 

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, ყველა პოლიტიკური ჯგუფი აქტიურად ჩაერთვება დებატებსა და დისკუსიაში. 

„პრემიერ მინისტრი პარლამენტში წარადგენს მთავრობის წლიურ ანგარიშს, როგორც ეს რეგლამენტით და კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას და ამის ნაწილი არის ის, რომ პრემიერ-მინისტრი, მთავრობა რეგულარულად არის წარმოდგენილი პარლამენტში. სწორედ ეს არის ძლიერი დემოკრატია, როდესაც პარლამენტი სვამს კითხვებს, მთავრობა პასუხობს და როდესაც ამ ყველაფერს აკვირდება საზოგადოება. რა თქმა უნდა, პრემიერ მინისტრს აქვს სრული პოლიტიკური მხარდაჭერა თავისი გუნდის მხრიდან პარლამენტში. ველი, რომ იქნება საინტერესო დებატები და დისკუსია. იმედი მაქვს, რომ ყველა პოლიტიკური ჯგუფი აქტიურად ჩაერთვება და ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება არამხოლოდ გაწეული სამუშაო შეჯამება, არამედ სამომავლო პრიორიტეტების მოსმენა პრემიერ მინისტრის მხრიდან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.